თავში

კლუბ "ბარსელონას" ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს

კლუბ "ბარსელონას" ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს
კლუბ ბარსელონას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმი რამონ კუგატი დეფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს. კუგატის წერილს მისი კოლეგა, მონსერატ გარსიაც აწერს. წრილიდან ირკვევა, რომ კუგარტი გაფრინდაშვილს წლებია იცნობს, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩავიდა. 

ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. 

მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი, როგორც ექიმის პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითიც შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გვერწმუნეთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“.

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის ციხეშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system