თავში

როგორია აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

,,მისი მდგომარეობა მძიმეა, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, 77 წლის მამაკაცია, ამ ასაკისთვის ასეთი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია", - განუცხადა report.ge-ს გუგა ქაშიბაძემ.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

,,ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური", - აცხადებენ შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system