თავში

"ექიმმა, კარგად იყავიო და ტელეფონი გამითიშა" - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

"ექიმმა, კარგად იყავიო და ტელეფონი გამითიშა" - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი
ექიმმა, კარგად იყავიო და ტელეფონი გამითიშა - რას წერს კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი

"ფორმულას" ჟურნალისტი ირაკლი კუნჭულია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლში მკურნალობს, თუმცა ოჯახის ექიმთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს, ხოლო ექიმმა, რომელთან გასაუბრებაც მოახერხა, მას ტელეფონი გაუთიშა. 

"ხალხო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი რამეს არათუ ეფექტურად, არამედ საერთოდ მართავენ.

როგორც გითხარით, სახლში ვმკურნალობ, სიმპტომები მაქვს, მაგრამ მსუბუქი ფორმით. ბოლო ორი დღეა მახველებს და ჩემმა მეგობარმა ექიმმა წამალი მირჩია. მაინც, თავის დაზღვევის მიზნით, ოჯახის ექიმისთვის მინდოდა აზრის კითხვა. დილიდან ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები, თუმცა ბევრი პაციენტი ჰყავთ და ამაზე, ცხადია, არ გავბრაზებულვარ. რამდენიმე წუთის წინ ისევ ვცადე დარეკვა, მიპასუხა და აი, აქ იწყება წარმოუდგენელი ამბავი:

აიღო სხვა ექიმმა. ვუთხარი, რომ რჩევა მჭირდებოდა და თქვენ ვისი პაციენტი ხართო, ვპასუხობ - ნინო მიწერია ამ ნომერზე, ვინც მირეკავდა და მეუბნება - ნინო დღეს არ არის და ხვალ დარეკეთო. რამდენიმეწამიანი პაუზა მქონდა, მეგონა მომესმა, ვეუბნები - იქნებ ადამიანი დღეს არის ცუდად, ხვალ როგორ უნდა დაგირეკოთ, როგორ შეიძლება ასე-მეთქი, აბა რა ვქნა, არ ვიცი თქვენი ქეისიო, ვუხსნი, რომ გუშინაც არ იყო ის ნინო ექიმი, სხვამ მიპასუხა, ბაზაში შეყვანილია ჩემი მონაცემები, ის გახსნა იმ სხვა ექიმმა და გამიწია კონსულტაცია და პასუხი - კაი, კაი, მითხარიო, ვეუბნები, რომ ასე პაციენტებთან ლაპარაკი არ შეიძლება, უცნაური მიდგომა გაქვთ-მეთქი და უცნაური მიდგომა თუ გვაქვს, კარგად იყავიო და ტელეფონი გამითიშა. მესმის, რომ ყველა დაძაბული და დაღლილია, მაგრამ ეს არ არის ნორმალური" - წერს ირაკლი კუნჭულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system