
შიმშილობა სააკაშვილისთვის არის ძალიან დიდი რისკი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილზე დიდი შესაძლებლობაა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ძალიან უეცრად მთავრდება სიკვდილით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლინიკების ქსელ "ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი წერს.
კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის განცადებას ეხმაურება, რომელმაც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ თქვა, რომ უარეს მდგომარეობას ელოდა, თუმცა მას ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა.
"შიმშილი ბიპოლარული/ ციკლოთიმიური მდგომარეობის ადამიანებში ასტიმულირებს ადრენალინის და სეროტონინის დიდი ოდენობით გამოყოფას. ადამიანი პირველ ეტაპზე შიმშილის მიუხედავად თავს გრძნობს ძალიან კარგად ( სეროტონინის ეფექტი) და როცა თავს კარგად ვეღარ გრძნობს ეს უკვე მაშინ ხდება, როცა კარგავს გონებას და დგება სეროტონინ სინდრომი, რაც გულის გაჩერებას იწვევს… ხშირია, როდესაც ზემოთაღნიშნული მდგომარეობის მისდიაგნოსტირება ხდება და ექიმს მხედველობიდან ეპარება სეროტონინ სინდრომის დადგომის წინა მდგომარეობა. დიდი ალბათობით მგონია, ზუსტად მისდიაგნოსტირებასთან გვაქვს საქმე როდესაც ამბობს რომ მაგარი ორგანიზმი აქვს და უარესს მოელდა… ,,მაგარი,, სეროტონინ ეფექტია და საშიშიაა…" - წერს კუკუნაშვილი.