თავში

ეკლესიას ზნედაცემული ადამიანი მართავს - პეტრე ცაავა

ეკლესიას ზნედაცემული ადამიანი მართავს - პეტრე ცაავა
ეკლესიას ზნედაცემული ადამიანი მართავს - პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) მარტვილის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მეუფე სტეფანეს აკისრებს.

მისივე თქმით, არაორგანიზებული შეკრება და კრების ამ ფორმით ჩატარება ცხადყოფს, რამდენად ქაოსია დღეს ეპარქიაში. პეტრე ცაავას აზრით, მეუფე სტეფანეს მარტვილის ეპარქიაში გამწესება დიდი უსამართლობა იყო. 

"შენს რეზიდენციაში, როცა შენ ხარ მასპინძელი, ადამიანები რომ გადაცვივდებიან 4-5 მეტრის სიმაღლიდან, მთელი პასუხიმგებლობა შენზეა... 

ათწლეულებია უკვე ეკლესია იმართება ზნედაცემული ადამიანის მხრიდან, რომელმაც თავისი თავის კერპი შექმნა და წმინდანად გამოაცხადა. ის ახალისებს ძალადობას და არის ძალმომრეობით მმართველი, ცბიერი, უკანონო და უსამართლო.. მორიგი უსამართლობა იყო სტეფანეს გამწესება მარტვილის ეპარქიაში. სჯულის კანონი კატეგორიულად კრძალავს უსაფუძვლოდ, ეპარქიაში წინამღძოლის გადაადგილებასა და ცვლილებას. ეს არის უხეში კანონდარღვევა, როცა მიზეზგარეშე ეპისკოპოსს ცვლი"- ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვიდრე სინოდი მარტვილის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს დანიშნავდა, მას თავს დაესხნენ. პეტრე ცაავა ამბობს, რომ მომხდარის მიზეზი თავად მეუფე სტეფანეა, თუმცა საპატრიარქომ ინციდენტის დეტალები არ გამოიძია და დასჯის ნაცვლად დააწინაურა.  

"ახლა შემატყობინეს, რომ ის [მეუფე სტეფანე] იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ერთ-ერთი ადამიანი თავს დაესხა მას ქვემო სვანეთიდან და მისთვის სამართლიანად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმის ნაცვლად, რომ გამოეძიებინა საპატრიარქოს რა მოხდა, რატომ აღმოჩნდა ის დაპირისპირებაში და რას ედავებოდა მას მრევლი, იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, დააწინაურეს და გაამწესეს ეპარქიაში" - ამბობს მეუფე პეტრე. 

ცნობისთვის, მარტვილის ჭყონდიდის ეპარქიაშია ხმაურია. მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას არ აძლევს. 

დღეს ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს, აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system