თავში

ექნება თუ არა ინფიცირებულ აბიტურიენტს ეროვნული გამოცდის ჩაბარების უფლება

ექნება თუ არა ინფიცირებულ აბიტურიენტს ეროვნული გამოცდის ჩაბარების უფლება
ექნება თუ არა ინფიცირებულ აბიტურიენტს ეროვნული გამოცდის ჩაბარების უფლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოცდაზე მისულ თითოეულ აპლიკანტს დახვდება უსაფრთხო და კომფორტული გარემო. 

ამასთან, როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ.

„არსებული რეკომენდაციები გადაიხედა COVID-19-ის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და შარშანდელი კარგი გამოცდილების შედეგად შემუშავდა ახალი მიდგომები.

პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ COVID-19-ის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს ორი კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.

რა რეგულაციებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები - იხილეთ ვრცლად

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system