თავში

ეკომიგრანტებს სახლებს შეუძენენ

ეკომიგრანტებს სახლებს შეუძენენ
ეკომიგრანტებს სახლებს შეუძენენ

126 ეკომიგრანტ ოჯახს დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს შეუსყიდის. ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.

2020 წლის ბოლომდე, სააგენტო, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 180 ოჯახს განასახლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system