თავში

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს.

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 

ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი 3 ნოემბერს დაუდასტურდა. ის ექიმების რეკომენდაციით, მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც, მკურნალობის კურსს 1 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე ისიც სახლში გადიოდა. მუშაობის ჩვეულ რეჟიმს პრემიერი 11 ნოემბერს, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ დაუბრუნდა. 

შეგახსენებთ, გახარიას მინისტრთა კაბინეტში ამჟამად კორონავირუსი აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს. კოლეგების მსგავსად, ისიც სახლში მკურნალობს და დისტანცირად მუშაობას აგრძელებს. იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. დავითაშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system