თავში

ეკონომიკის მინისტრი მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ეკონომიკის მინისტრი მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ეკონომიკის მინისტრი მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ეკონომიკის მინისტრი მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

„დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიის წარმომადგენლების - მეტალურგების პროფესიული დღეა. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ხშირად ვსტუმრობ მეტალურგიულ ქარხნებს და კარგად ვიცი, რამდენად შრომატევადია ასეთ საწარმოებში დასაქმებულთა საქმიანობა, რამდენად მძიმე შრომის ფასად ქმნით თქვენ მაღალი ხარისხის მეტალურგიულ პროდუქციას, რომელიც წარმატებით იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

დღეს როგორც ფერადი, ასევე შავი მეტალურგია ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს შორისაა. დარგი ასაქმებს ათასობით ადამიანს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტის განვითარებაში. თუმცა ამ სტატისტიკის მიღმა აუცილებელია გამორჩეულად მოვიხსენიოთ ის მამაცი და შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც რთული შრომითი პირობების მიუხედავად, დღე და ღამე შრომობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს და ამით წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობით მოგმართოთ თქვენ, მეტალურგებს და მთავრობის სახელით, დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტალურგიულ საწარმოებში გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და სამუშაო პირობები.

"კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს“ - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system