თავში

"ეკრძალებათ ზიარება" - ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

"ეკრძალებათ ზიარება" - ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება
ეკრძალებათ ზიარება - ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამბოხში ეკრძალებათ ზიარება- ამის შესახებ მეუფე სტეფანემ წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ სასულიერო პირებს სურთ, რომ ეპიტიმია მოეხსნათ მაშინ მეუფეს პირადად უნდა სთხოვონ პატიება.

"ინც მონაწილეობდა თავდასხმაში ეკლესიაზე და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ ეს ამბოხი გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით, ყველამ მოინანიოს, ერის კაცებს მივმართავ ამ ეტაპზე. სთხოვონ შენდობა თავის მოძღვარს, ვინც არ მოინანიებს ეკრძალება ზიარება.

ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ ამბოხში, ვინც არ მოინანია დღეიდან ეკრძალება ზიარება, სანამ არ მოინანიებენ. ახლა უკვე მე უნდა ვიცოდე რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე და მაშინ მოვუხსნი ამ ეპიტიმიას. უზიარებლობის ეპიტიმია მოეხსნება მათ ბერთაგან და მონაზონთაგან, თუ ზუსტად მათგან მეცოდინება რომ მოინანიეს, თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას, უბრალოდ შეუძლიათ მოვიდნენ და მთხოვონ შენდობა და თუ დავრწმუნდები, რომ მათ არანაირი მზაკვრობა გულში არ აქვთ მივცემ საშუალებას რომ ეზიარონ",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს მიღებულ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურნენ ე.წ ამბოხებული ბერები.

მათი თქმით, ღვთის გარდა არ ეშინიათ არავის, ხოლო ცრუსა და მატყუარას არ დაემორჩილებიან.

"რას ნიშნავს როდესაც მე მეუბნებიან, რომ უნდა დავაკვირდე ჩემს საქციელს, ჩემს სიტყვას, ჩემს განცდას და ამის გამო მე კანონებით მსჯიან და ზემოდან მოქმედებებით მემუქრებიან. მე არ მეშინია ღვთის გარდა არავის. როგორ უნდა დავემორჩილო ცრუს და მატყუარას, პასუხისმგებლობის ამრიდებელ ადამიანს?!",- განაცხადა ე.წ. ამბოხებულმა ბერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system