თავში

უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება
უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 8 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: 

საბურთალოს რაიონი

05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ქარელის, ანდღულაძის, ტუსკიას, ტეხურის, ბაკურციხის, პანკისის და ნატახტრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრიწის, აკაკი გელოვანის, ხახულის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი ბაქრაძის, სიხარულის, მაღლაკელიძის და პიმენ ყურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ქავთარაძის, შავიშვილის და მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ოთხი ათასი მესხის და როსტევანის ქუჩიებს მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, წინანდლის, ნოსირის, ავლიპ ზურაბაშვილის, უბილავას და კობარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

,,კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ ,,თელასში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system