თავში

როდის მოიხსნება ,,კომენდანტის საათი" - ინფექციონისტის განმარტება

როდის მოიხსნება ,,კომენდანტის საათი" - ინფექციონისტის განმარტება
როდის მოიხსნება ,,კომენდანტის საათი - ინფექციონისტის განმარტება

თუ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ეპიდვითარება არ გაუარესდება, მაშინ დარჩენილი შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს, მათ შორის, ,,კომენდანტის საათის", - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების მოხსნა გონივრულ ვადებში და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდეს. 

,,ამ ეტაპზე ინფიცირების მაჩვენებელიც დაბალია და მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, თუმცა გარკვეული შეზღუდვები რჩება და ეს ისეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, რომელთა მოხსნაც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან. თუმცა, ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ყველა შეზღუდვის მოხსნა და რეგულაციების შემსუბუქება, მათ შორის, ,,კომენდანტის საათის". ეს უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.

ახლანდელი ეპიდვითარება, ზუსტად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად ყველა შეზღუდვა მოვხსნათ. ამიტომ, თუ ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში არ გვექნება ეპიდვითარების გართულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა შეზღუდვების მოხსნა ჩვენ ეპიდსიტუაციას დიდად არ გააუარესებს", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი და  გარდაიცვალა 7.

ნახეთ, როგორია ეპიდსიტუაცია საქართველოში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system