თავში

ექვსი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ექვსი სოფელი გარესამყაროს მოწყდა
ექვსი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ადიდების შედეგად ექვსი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზიანებულია საავტომობილო გზა.

"დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის-ბაკურხევის ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა. მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი.

მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში..

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძე განცხადებით, წყლის დონის დაწევის შემდეგ, ადგილზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

"წყალმა დააზიანა საავტომობილო გზა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. შესაბამისად, 6 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც კი მეტეოროლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას, დაიწყება დაზიანებული გზისა და ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის სოფლებში ორი ოჯახი იმყოფება. მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ გააჩნიათ," - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system