თავში

ელჩები აქტივისტებს პასუხობენ

ელჩები აქტივისტებს პასუხობენ
ელჩები აქტივისტებს პასუხობენ

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ აქტივისტებს 14 მაისის წერილს პასუხობენ.

"მადლობა 14 მაისის ღია წერილისთვის. როგორც საქართველოს პარტნიორები ვმუშაობდით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასრულებაზე. 19 აპრილის შეთანხმება იყო რთული მოლაპარაკებების შედეგი და წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუპოვრობით მიღწეულ კონსენსუსს. ჩვენ გვაქვს იმედი და ნდობა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს გადადგას ნაბიჯი ფუნქციონალური პარლამენტის აღდგენისთვის, რომელიც იქნება იმ ფართო რეფორმების გატარების ერთგული, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას.

19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომლამდე მიღწევაც მოხდა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად. პირველი პუნქტით შეთანხმებაში გაწერილია მზაობა გადაწყდეს აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ამის გათვალისწინებით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა, რომელიც შეთანხმების მიზნებს ითვალისწინებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრი საქართველოცაა.

შეთანხმებაში აღნიშნული ამნისტიის კანონი უკავშირდება მტკივნეულ ეპიზოდს საქართველოს ისტორიაში, რომელიც მტკივნეულია არამხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმის გამოც, თუ რა გამოწვევების წინაშე დააყენა ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც თავიდან აირიდებს ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და მოიტანს უფრო დიდი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

შეთანხმების დადების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების ინტერესით, ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად".- აღნიშნულია წერილში. 

შეხახსენებთ, 20 ივნისის დაზარალებულებმა ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართეს, ისინი დიპლომატებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში სთხოვენ დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system