თავში

ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა

ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა
ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა. ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. 

სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჰქონდა სისუსტე, თუმცა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

"ამ ეტაპზე პაციენტის წნევა, სატურაცია, პულსი ნორმაშია. კარდიოგრაფიულად ცვლილებები არ არის. ჩივილებს რაც შეეხება, ჰქონდა სისუსტე, ასევე ერთჯერადი ღებინება. ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა", - ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას ექიმის დახმარება დღეს დილითაც დასჭირდა.

პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

პოლიტიკოსის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნა, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system