თავში

ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს

ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს
ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. 

"დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის.

ეხლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავსდანარჩენი მერე" - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც - ის გორის ჰოსპიტალში გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აქვს გარკვეული პირობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system