თავში

ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა - პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება

ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა - პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება
ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა - პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. 

ცოტა ხნის წინ, პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

ხოშტარიამ მცირე ხნით გონება დაკარგა. 

სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, რადგან ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, ის სტაციონარში გადავიდეს.

მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამენტრები ახლა ნორმის ფარგლებშია.

"ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,"- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მეექვსე დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს და ამბობს, რომ ვიდრე მოთხოვნა არ შესრულდება, შიმშილობას არ შეწყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system