თავში

"ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა" - ექიმი

"ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა" - ექიმი
ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა - ექიმი

ექიმ ვახტანგ კალოიანის თქით, პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, მედიკამენტოზური მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ძალიან სახიფათოა. 

ამის შესახებ ექიმი სოციალურ ქსელში წერს:

"შიმშილობის მე-17 დღეს ეს გადაწყვეტილება (მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარის თქმა) ძალიან სახიფათოა.
საუბარია თიამინზე და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ შესამცირებლად", -
წერს კალოიანი.

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ ჩაიტარებს.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

პოლიტიკოსის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system