თავში

"ელიან უიმედოდ და უთარიღოდ" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

"ელიან უიმედოდ და უთარიღოდ" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
ელიან უიმედოდ და უთარიღოდ - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

"ისეთი კვალიფიციური ქოცოლოგი დადგა ჩემგან, არ შემიძლია არ ვიამაყო. 27 აპრილს დავრეგისტრირდი სინოფარმის აცრაზე. მანამდე კარგა ხანს ვარკვევდი, როდის შემოვიდოდა ნანატრი მილიონი ფაიზერი ქვეყანაში. 

ხელისუფლება თავის მუშკეტერებიანად ამტკიცებდა, რომ ივნისში. რა თქმა უნდა, არ ვენდე.

ადავამოწმე სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის არაქოცურით. გამიკვირდა, როცა ამ არაქოცურმა წყაროებმა მითხრეს, რომ ძალიან მაღალ დონეზეა მიღწეული შეთანხმება და ივნისში აუცილებლად შემოვა ფაიზერი, დაელოდე, არ აიცრაო სინოფარმით. 

თუმცა, ვენდე ჩემს ემპირიულ ცოდნას, რაც ქოცებთან მიმართებაში დამიგროვდა, რომლის მთავარი თეზისი ის არის, რომ ამათ ყველაზე აწყობილი და გამართული საქმის ჩაფლავებაც შეუძლიათ. ამიტომაც არ დაველოდე "ივნისის ფაიზერს" და ავიცერი პირველივე შესაძლებელ დღეს სინოფარმით. ჩემს გარშემო ბევრმა გადაწყვიტა დალოდებოდა ფაიზერს და ახლაც ელიან უიმედოდ და უთარიღოდ. 

მოკლედ, კვალიფიკაცია ყველაფერში სასარგებლოა, მათ შორის ქოცოლოგიაშიც", - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system