თავში

ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა

ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა
ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. 

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა.

"03:00 საათზე შევიდა ზარი, რომ ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. ექვს წუთში ეკიპაჟი მოვიდა. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო, იმდენად, რამდენადაც ხის მასალები და პლასმასის მასალები იყო ძირითადად. ლიკვიდირება მოახერხეს. როგორც მეპატრონე ამბობს ბაზრობა დაზღვეულია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როგორც კი მეხანძრეები დაამთავრებენ მუშაობას, შევა კრიმინალური და ის დადებს დასკვნას, რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი," – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system