თავში

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,ახლა მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ასევე საფრთხე იყო, რომ მაღალი ძაბვის ანძა დაზიანებულიყო, თუმცა აღარც ეს საფრთხე არსებობს. მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე ავტოსისტემა დარჩება ადგილზე. ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახურია ადგილზე და დადგენა მოხდება. დაიწვა შერეული სამშენებლო მასალები, როგორც საღებავები, ასევე გუდრონი. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

ცნობისთვის, ხანძარი აგლაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების საწყობებში დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა.

დამწვარია 1000 კვადრატამდე ტერიტორია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system