თავში

4 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა

4 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა
4 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა

შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის მიხედვით, დღეიდან ცვლილება შეეხო საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 8 ივნისიდან, ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილება შეუძლიათ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებსა თუ ავტობუსებს. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალულია.

დღეიდან, რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.

ასევე, დღეიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გაიხსნა სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და აქვთ შესაბამისი ნებართვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system