მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გამართულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და მინისტრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნეს.
ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 26 მაისის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშები გამოიფინა.