თავში

EMC: სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას დანაშაულის შეწყნარება

EMC: სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას დანაშაულის შეწყნარება
EMC: სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას დანაშაულის შეწყნარება

"ადამიანის უფლებებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეციალური ჯგუფები სიცოცხლის საფრთხის ქვეშ აყენებენ ადამიანებს, რის გამოც სახელმწიფომ უნდა მიიღოს ადეკვატური, სამართლებრივი ზომები დაჯგუფების ლიდერების მიმართ.

„EMC ეხმიანება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ ქართული მარშის ლიდერებისა და ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციას და ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღოს დროული სამართლებრივი ზომები ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობა არსებითად არღვევს სამოქალაქო მშვიდობას და უსაფრთხოებას და სასიცოცხლო რისკების წინაშე აყენებს არაერთ სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანებს, რის გამოც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები მათი ლიდერების მიმართ და არ დაუშვას დანაშაულის შეწყნარება.“ - წერს EMC სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system