თავში

ემხრობა თუ არა ეკატერინე ტიკარაძე უვადო "მწვანე პასპორტს" - მინისტრის განმარტება

ემხრობა თუ არა ეკატერინე ტიკარაძე უვადო "მწვანე პასპორტს" - მინისტრის განმარტება
ემხრობა თუ არა ეკატერინე ტიკარაძე უვადო მწვანე პასპორტს - მინისტრის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით, საჭიროების მიხედვით, რეგულაციები გარკვეულწილად შეიცვლება.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, თავად თავად "მწვანე პასპორტის" უვადოდ მინიჭებას არ ემხრობა.

"ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.

ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს "მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებით რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system