თავში

"ემოციურად ძალიან რთული იყო" - როგორ გადაიტანა კორონავირუსი ეკატერინე ტიკარაძემ

"ემოციურად ძალიან რთული იყო" - როგორ გადაიტანა კორონავირუსი ეკატერინე ტიკარაძემ
ემოციურად ძალიან რთული იყო - როგორ გადაიტანა კორონავირუსი ეკატერინე ტიკარაძემ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით ინფიცირების პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ მის შემთხვევა დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, რის გამოც ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალეს. 

მინისტრის თქმით, მისთვის ემოციურად რთული იყო ინფექციის დადასტურება, რადგან ყველა წესს ზედმიწევნით იცავდა.

„პრინციპში, ჩემს შემთხვევაში დაავადება მარტივად მიმდინარეობდა. შესაბამისად, ისევ ძველი ენერგიითა და მეტი პოზიტივით ვუბრუნდები სამსახურს. არანაირი გართულება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და შევასრულოთ მისი ყველა მითითება. აუცილებელია მოძრაობა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და, რაც მთავარია, ვაქცინაცია. სწორედ ვაქცინაცია უზრუნველყოფს მსუბუქ მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები. ვაქცინა არ გვიცავს ინფიცირებისგან, მაგრამ გვიცავს გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. მე სახლში ვიყავი, მეც ვთვლიდი და ექიმებიც დამეთანხმნენ, რომ კლინიკაში გადასაყვანი არ ვიყავი. ვიცავდი ყველა პირობას, რაც უნდა დაიცვას კოვიდპაციენტმა. ალბათ ექიმები იტყვიან, რამდენად მორჩილი პაციენტი ვიყავი. ემოციურად ძალიან რთული იყო, ვინაიდან ინფიცირებამდე ზედმიწევნით ვიცავდი ყველა მითითებას, მაგრამ ერთხელ მოვხვდი ხალხმრავალ ადგილას, სადაც არ ვიყავი საკმარისად დაცული და სწორედ ამ ერთმა შემთხვევამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system