თავში

ბოლო 24 საათში ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათში ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ბოლო 24 საათში ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ report.ge-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, ბოლნისიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 98 საკვლევი მასალიდან, ყველა პასუხი ნეგატიურია.

ამ დროისთვის, ბოლნისში, კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კარანტინი ბოლნისში 23 მარტს გამოცხადდა.

ეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი. გარდაცვლილია 12 პაციენტი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system