თავში

"ემუქრებოდა, არ თქვა, თორემ მოგკლავო" - გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა აცხადებს, რომ გოგონა გააუპატიურეს

"ემუქრებოდა, არ თქვა, თორემ მოგკლავო" - გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა აცხადებს, რომ გოგონა გააუპატიურეს
ემუქრებოდა, არ თქვა, თორემ მოგკლავო - გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა აცხადებს, რომ გოგონა გააუპატიურეს

14 წლის არასრულწლოვანმა, რომელთანაც შსს-ს ცნობით, 24 წლის კაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა, თავი მოიკლა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბაბუამ იპოვა.

როგორც გოგონას ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, მის შვილიშვილი გასულ ზაფხულს, 13 წლის ასაკში გააუპატიურეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაც საქმის კურსში იყო. შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა პასუხებმა დაიგვიანა, რასაც ბაბუის განმარტებით, არასრულწლოვანი ძალიან განიცდიდა.

"ბავშვმა თავად ამიკრიფა ტელეფონის ნომერი. გამომძიებელს ველაპრაკე. ვუთხარი, რა იქნა ცნობათქო. ბავშვმა აღარაფერი თქვა. ალბათ, ემუქრებოდა, არ თქვა, თორემ მოგკლავო.

მეორეჯერ, ექვსი თვის შემდეგ გამოჩნდა და ისევ იძალადა. ბავშვმა თვითონ თქვა - ბაბუ, მომატყუა, ტელეფონით შემიყვანა და იძალადაო",- აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა, სულიკო ცეცხლაძე.

1997 წელს დაბადებული მამაკაცი დაკავებულია. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system