თავში

ბორჯომის სიმბოლოდ ქცეული "კუკუშკა" ბაკურიანისკენ აღარ იმოძრავებს 

ბორჯომის სიმბოლოდ ქცეული "კუკუშკა" ბაკურიანისკენ აღარ იმოძრავებს 
ბორჯომის სიმბოლოდ ქცეული კუკუშკა ბაკურიანისკენ აღარ იმოძრავებს 

ლეგენდარული „კუკუშკა" ბაკურიანის მიმართულებით აღარ იმოძრავებს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ბორჯომის ხეობის სიმბოლოდ ქცეული მცირე ზომის მატარებელი დროებით გაჩერდება. ამის მიზეზი კი სარკინიგზო ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება.

„სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის „კუკუშკას“ მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას", – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკას უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. „კუკუშკა“ ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით პირველად 1902 წლის იანვარში გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system