თავში

"ეს დღე თაობათა ბრძოლის მონაპოვარია" - პატრიარქი

"ეს დღე თაობათა ბრძოლის მონაპოვარია" - პატრიარქი
ეს დღე თაობათა ბრძოლის მონაპოვარია - პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვის ტექსტს ავრცელებს.

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია და მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.

ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი!

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!", - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვის ტექსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system