თავში

მეუფე იოანე: ეკლესია ითვალისწინებს რეკომენდაციებს, ჩვენთან ინფიცირებული არ არის

მეუფე იოანე: ეკლესია ითვალისწინებს რეკომენდაციებს, ჩვენთან ინფიცირებული არ არის
მეუფე იოანე: ეკლესია ითვალისწინებს რეკომენდაციებს, ჩვენთან ინფიცირებული არ არის

ეკლესია საუკეთესოდ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რადგან ჩვენთან არც ერთი ინფიცირებული არ არის, - ამის შესახენ ქუთაისის-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ, ხარების ტაძარში ჩატარებული წირვა-ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

რაც შეეხება ტაძარში ხალხის სიმრავლეს, მეუფემ აღნიშნა, რომ ხალხს უხარია ღმერთთან მისვლა.

"ეკლესია საუკეთესოდ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რადგან ჩვენთან არც ერთი ინფიცირებული არ არის. ეპიდემიოლოგებს თავისი ხედვა აქვთ, ეკლესიას თავისი. ხალხმრავლობა იყო დღეს, ხალხს უხარია უფალთან მოსვლა", -განაცხადა მეუფე იოანემ.

რაც შეეხება საღდგომო ლიტურგიას, მეუფის თქმით, კურთხევა როგორიც იქნება, ისე შესრულდება წირვა-ლოცვა.

ხმის გამაძლიერებელია დამონტაჟებული ტაძრის ეზოში. მრევლის თქმით, წესებს ემორჩილებიან, თუმცა ტაძარში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ამიტომ წირვა-ლოცვას ესწრებიან. 

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას, ამობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system