თავში

ენდელაძე: 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ენდელაძე: 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ენდელაძე: 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე ინფორმაციით, 26 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

„ამჟამად, კლინიკებში მკურნალობას გადის 3 072 პაციენტი. აქედან, 28 კრიტიკულად მძიმეა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რვა პაციენტი არის გადმოყვანილი ოკუპირებული აფხაზეთიდან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ განმარტა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 19 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტი კრიტიკულია, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. 

„ჩვენს კლინიკაში გუშინ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობ 19 კოვიდინფიცირებული. აქედან 2 პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა არის მცირე დადებითი დინამიკა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system