თავში

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა - PHOTO

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა - PHOTO

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხის მასალების საწყობსა და მაღაზიებზე გავრცელდა. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე იყო ხანძარი და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება და დაიწყო ქრობითი სამუშაოები.

ცეცხლი გავრცელდა ხის მასალების სასაწყობე ფართზე და რამოდენიმე მაღაზიაზე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system