თავში

ენძელა მაჭავრიანი და კობა ლურსმანაშვილი პოლიციაში გამოკითხეს

ენძელა მაჭავრიანი და კობა ლურსმანაშვილი პოლიციაში გამოკითხეს
ენძელა მაჭავრიანი და კობა ლურსმანაშვილი პოლიციაში გამოკითხეს

მმართველი გუნდის წევრები ენძელა მაჭავრიანი და კობა ლურსმანაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც report.ge-ს ენძელა მაჭავარიანმა განუცხადა, მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბარი უჭირს.  მისივე თქმით სამართალდამცველებს კითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

საგამოძიებო უწყებაში დეპუტატები, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა რამდენიმე პირმა, რომელიც საკანონმდებლო ორაგნოში მაშინ იმყოფებოდა, როდესაც არასასიამოვნო სუნის გამო სხდომა შეფერხდა. 

პარლამენტის სასესიო დარბაზში სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება დაასხეს, რომლის გამოც რამდენიმე დეპუტატმა თავი შეუძლოდ იგრძნო.  უმრავლესობის წევრებმა მომხდარი ფაქტი “ევროპული საქართველოს” წევრებს ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილის დაუკავშირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system