თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში- ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, ძეგვი.

11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები, კახოიანები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system