თავში

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 26 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ჭილაძის, ტაშკენტის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შმიდტის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ჩალიპირების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, როსტევანის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და მელქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ჩხენკელის და სადგერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ნანეიშვილის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system