თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 იანვარს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი და მიმდებარე სოფლებს შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდეგა.

„11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, სიმონიანთხევი, მელიასხევი, კვერნაულა, ევჟენტი, სიმხევი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, თრანი, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებში, 14:45-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ზანდუკი, კიტოხი, ლუთხუბი, თორელაანი, ფახვიკი, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში, 15:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გლდანში, თიანეთის გზატკეცილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system