თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს 11:30-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი, ბიწმენდი.

მათივე ინფორმაციით, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, დოლასქედი, ცხვედიეთი, კიტოხი, გამსი, მაქართა, ჯუღისი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებს.

„11:00-დან 17:00 საათამდე - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, ვეძათხევა, სიონი და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, წყაროთუბნისთავი, ხევსურთსოფელი.

09:00-დან 10:00 საათამდე და 18:15-დან 19:15 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის რაიონის სოფლებში სოფლებში არშა, სიონი, სნო, გარბანი, ვარდისუბანი, კარკუჩა, ფანშეტი, ჯუთა, გველეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system