თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს, თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წოდორეთი, ლისი, ბევრეთი, შვინდების მიწა, გეოლოგების მიწა, ტაბარუკი, თხინვალა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს 11:00-დან 12:00 საათამდე მცხეთაში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system