თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს, 14:20-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელი დიღომში - მარინაშვილის, სარაჯიშვილის, სონღულაშვილის, თევდორე ტირონის, გრიგოლ ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებს -სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფანშეტი, გველეთი.

12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ქვეშეთი, არახვეთი, ზემო და ქვემო მლეთა, ნადიბაანი, ნაღვარევი, მანასეული, გოგნაური, ჩირიკი, სეფე და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system