თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, დღის გარკვეულ მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

“10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის სოფლების: ციხისძირი, ქანდა, ნიჩბისი, ხიდისყური, კარსანი, ქსანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს შეეზღუდებათ; 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ, აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანსა და ავჭალაში; ასევე 11:30-დან 16:30 საათამდე დენი გაეთიშებათ დუშეთში სტალინის, ფარნავაზის, ტაბიძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე სოფლებში კობიაანთკარი, შალიკიანთკარი, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს.

ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system