თავში

ენერგოომბუდსმენი: ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარული ქსელი და ღია წვის გამაცხელებელი იყო

ენერგოომბუდსმენი: ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარული ქსელი და ღია წვის გამაცხელებელი იყო
ენერგოომბუდსმენი: ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარული ქსელი და ღია წვის გამაცხელებელი იყო

პირველი ფოტომასალა, რომელიც ადგილიდან მივიღეთ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საცხოვრებელ სახლში არსებობდა ძალიან ძველი, ღია წვის გამაცხელებელი, ასევე ძალიან ძველი გაზქურა, სადაც აბსოლიტურად კუსტარულად იყო გაყვანილი როგორც მილები, ასევე კუსტარულად და თვითნებურად იყო შესრულებული მონტაჟიც - ამის შესახებ report.ge-ის ენერგოომბუდსმენმა განუცხადა. 

"ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციას "თბილის ენერჯისგან", იყო თუ არა აღნიშნული კორპუსი შემოწმებული და მიეცა თუ არა მობინადრეს რაიმე სახის გაფრთხილება ან რეკომენდაცია. თუმცა, ამ ეტაპზე, პირველადი ფოტომასალა გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ იყო აბსოლიტურად კუსტარულად მოწყობილი ქსელი, ბინაში იყო ძველი და ღია წვის წყალგამაცხელებელი, რაც საცხოვრებელ ფართში არ უნდა იყოს და ის საშიშია სიცოცხლისთვის. მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინოს ყველა სახის რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით გვაძლევენ" - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა. 

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფეთქება 28 ოქტომბერს მოხდა, რის გამოც საცხოვრებელი ბინის მეხუთე სართული ჩამოინგრა..

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system