თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ივნისს 17:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ.მცხეთაში აღმაშენებლის, ა.წერეთლის, არსუკიძის, კოსტავას, კარიბჭის, მირიანის, გამსახურდიას, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, მამულაშვილის, ჭავჭავაძის, პეტრე იბერიელის, თაყაიშვილის, სანაპიროს, ერეკლე II, ანტიოქიის, ფარნავაზის ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ქვეშეთი, მლეთა, ამირნი, ხარხეთი, გვიდაქე, გოგნაური, ჩირიკი, ბედონი და მიმდებარე სოფლები. 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებს ჭოპორტი, დავათი, წითურები, ქერიაანთკარი, ნოჯა, ლაფანაანთკარი, ღარისწყალა, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს ახატანი, შინდიანა, ბიწმენდი, ხოლო 15:00-დან 16:30 საათამდე - სოფლებს კაიშაურები, გუდაური, გუდაური.

ამასთან, 09:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდება მომხმარებლებს თიანეთის რაიონის სოფლებში - სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ზურაბები, საჯინიბო და მიმდედებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე - დაბა თიანეთს და სოფლებს ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, ჩაბანო, იარაჯულები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი, ალაჭანი, დულუზაურები, ჭურჭელაურები.

11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფანშეტი, გველეთი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system