თავში

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ
ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 14 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ამის მიზეზი გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"10:30-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო და ახალსოფელი.

12:00-დან 15:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სტეფანწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system