თავში

ენგურის ხიდზე "სწრაფი ტესტით" მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა

ენგურის ხიდზე "სწრაფი ტესტით" მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა
ენგურის ხიდზე სწრაფი ტესტით მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა

რუხში, ენგურის ხიდზე არსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტში, სწრაფი ტესტით 50 წლამდე ასაკის მამაკაცს COVID-19-ი დაუდგინდა

როგორც Report.ge-ს რუხის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცს "კორონავირუსი" უკვე დაუდასტურდა.

ნინო აკობიას თქმით, სწრაფმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა ახლა ხდება ამ პასუხის ოქროს სტანდარტით გადამოწმება.

"მამაკაცს, სწრაფმა ტესტმა უჩვენა დადებითი პასუხი, თუმცა ეს მოწმდება ოქროს სტანდარტით. დღესვე ჩაუტარდა PCR ტესტისთვის საჭირო პროცედურა და მოკლე ხანში, გვექნება ლაბორატორიულად დაზუსტებული პასუხი, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ზომების მიღება," - უთხრა Report.ge-ს ნინო აკობიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system