თავში

სად შეიზღუდება მოძრაობა - გზების დეპარტამენტის განცხადება

სად შეიზღუდება მოძრაობა - გზების დეპარტამენტის განცხადება
სად შეიზღუდება მოძრაობა - გზების დეპარტამენტის განცხადება

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 21-24 სექტემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ზესტაფონში „ფეროს რელსებთან“ მოძრაობა შეიზღუდება. 

,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 15, 16, 17 და 18 სექტემბერი, თუმცა ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ მოესწრო და საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის განმეორებით ჩაკეტვა 2020 წლის 21, 22, 23 და 24 სექტემბერს, 23:00სთ-დან 07:00სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ზესტაფონის გავლით. ხოლო, მაღალი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ196 მონაკვეთზე, მესიგნალეების მეშვეობით, ცალმხრივად გავლის რეჟიმში", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ სამუშაო ობიექტზე, განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

,,აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system