თავში

ეპიდსიტუაცია კახეთში - 17 მაისის მონაცემები

ეპიდსიტუაცია კახეთში - 17 მაისის მონაცემები
ეპიდსიტუაცია კახეთში - 17 მაისის მონაცემები

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. 17 მაისის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 მოქალაქე. 

3 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 438 მოქალაქე. 

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები. 

16 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 113 ნიმუში. 103 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 15 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 16 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2775 ნიმუში, აქედან 963 მედპერსონალია, 815 კარანტინი, , შშმ პირი - 149.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system