თავში

ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ

ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ
ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ერაყში განხორციელდება სპეცრეისი, რომლითაც ერბილში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში ჩამოასვენებენ. გარდა ამისა, ამავე სპეცრეისით ასევე დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მომენტისთვის ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას.

„აჭარის მთავრობასთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ ერბილში, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით. მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი. გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ საზღვრები, მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე ჩამოვასვენოთ სპეცრეისით. ასევე, დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system