თავში

გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის.

ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს“, – წერია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system