თავში

ერგნეთში მორიგი შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში მორიგი შეხვედრა დაიწყო
ერგნეთში მორიგი შეხვედრა დაიწყო

11-თვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი, 96-ე შეხვედრა დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი დადგება.

„მოგეხსენებათ, რა ფონზე გვიწევს ამ შეხვედრის ჩატარება, როცა ჩვენი სამი თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. შეხვედრაზე დადგება საკითხი ამ პირების უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა ისინი დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დაეთმობა გასული შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც აზიანებს უსაფრთოების გარემოს და ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით ხელოვნური შეზღუდვები წესდება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის აქ უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილი ბლოკი. საკითხები არის მოცულობითი, რადგან წინა შეხვედრიდან დიდი დრო არის გასული და შესაბამისად, ყველა საკითხი იქნება განხილული“ , - განაცხადა ანთაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system